English / ქართული / русский /
ავთანდილ სულაბერიძევლადიმერ სულაბერიძევანო შუშტაკაშვილი
СOVID-19-ისპანდემიის დემოგრაფიული შედეგები საქართველოში

ნოტაცია. სტატიაში განხილულია საქართველოში 2019-2020 წ.წ განვითარებული СOVID-19-ისპანდემიის პირობებში დემოგრაფიული მიმართულებით მომხდარი ცვლილებებით გამოწვეული შედეგები, რომლის თანახმად დემოგრაფიული განვითარების რეგრესი აღინიშნება. დღის წესრიგში დგება პანდემიით გამოწვეული საზოგადოებრივი ზარალის ფართოდ შესწავლა და პრევენციული ღონისძიებების შემუშავება. საკითხის აქტუალურობას აძლიერებს არა მხოლოდ პანდემიის თავისებურებათა გამოვლენა, არამედპოსტპანდემიურიპერიოდისშესაძლოსცენარებისადატრენდებისგააზრება რეგიონულ ჭრილში.

ამ თვალსაზრით წარმოდგენილია პანდემიოლოგიის ერთ-ერთი დარგის, პანდემიის დემოგრაფიის მიმართულებით, მისი გავრცელების ხანმოკლე პერიოდში არსებული კორნადემოგრაფის დემოგრაფიულ-სტატისტიკური ანალიზი ცალკეული დემოგრაფიული პროცესების მიხედვით. გამოკვლევიდან იკვეთება, რომ თუ არ გატარდა აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკა, პანდემიამდე არსებული დემოგრაფიული კრიზისის ფონზე წარმოქმნილი დემოგრაფიული კოლაფსი კიდევ უფრო გაამწვავებს პოსტპანდემიურ პერიოდში დეპოპულაციას.

საკვანძო სიტყვები: პანდემიის დემოგრაფია, კორონა დემოგრაფია, დემოგრაფიული კოლაფსი, პოსტპანდენიური პერიოდი, დემოგრაფიული ქცევა. 

СOVID-19-ის პანდემიის მიუხედავად მოკლე პერიოდისა, მსოფლიოს დემოგრაფთა შორის პანდემიის შემდეგ გარკვეული დაბნეულობა აღინიშნება: ჯერ კიდევ შეუსწავლელია რამდენად დაირღვა (დაირღვევა) მსოფლიოს და ცალკეულ რეგიონებში პანდემიამდე არსებული მოსახლეობის სოციალურ-დემოგრაფიული ქცევა; რა ცვლილებებია მოსალოდნელი მეორე და მესამე დემოგრაფიული პერიოდის გადასვლის პირობებში ოჯახის სოციალურ-დემოგრაფიულ და მიგრაციულ ქცევაში; როგორი იქნება პოსტპანდემიურ პერიოდში გლობალური ფაქტორების გავლენა დემოგრაფიულ კრიზისზე, რამდენ ხანს გაგრძელდება დაწყებული დეპოპულაცია და სხვ.

როგორც ვხედავთ, კითხვები მრავლადაა, რომლებზეც პასუხის გაცემა მოითხოვს დემოგრაფიულ პროცესთა კვლევის თვისებრივად ახალი მეთოდოლოგიის შემუშავებას. აღნიშნულმა დღის წესრიგში დააყენა ახალი ინტერდიციპლინალური მეცნიერების დარგის პანდემოლოგიის ერთ-ერთი მიმართულების პანდემიის დემოგრაფიის ფორმირება, რომელსაც პანდემიის სახეობის შესაბამისად კორონადემოგრაფია ვუწოდეთ.

საკითხის უკეთ წარმოჩენის მიზნით, საქართველოს ბოლო 30-წლიანი სოციალურ-დემოგრაფიული განვითარება ორ, პანდემიამდელ და პანდემიის პერიოდებად მოკლედ განვიხილოთ.

პანდემიამდელ პერიოდში ქვეყნის სოციალურ-დემოგრაფიულ განვითარებაში გადამწყვეტი როლი წმინდა დემოგრაფიულ ფაქტორებთან შედარებით არადემოგრაფიულ ფაქტორებს უკავშირდება. აღნიშნულის შედეგად პანდემიამდელ პერიოდამდე აღინიშნა მოსახლეობის პერმანენტული კლება. ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 1/3-ით შემცირდა, რაც მოსახლეობის ბუნებრივი მატების შემცირებაზე მეტად დიდმასშტაბიანმა მიგრაციამ განაპირობა. მარტო 2010-2020 წლებში მიგრაციის უარყოფითმა სალდომ 140 ათასს მიაღწია.

აღნიშნულის შედეგად დღეისათვის რეპროდუქციული და შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის წილი (85%) ემიგრანტებში 2-ჯერ და მეტად აღემატება მათსავე წილს ქვეყნის მთელ მოსახლეობაში (41%). ანუ 2-ჯერ და მეტად შემცირდა ფიზიკურად არსებული რეპროდუქციული პოტენციალი, ხოლო თუ გავითვალიწინებთ ქალთა უნაყოფობის საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს  – 15,0% (5,0 %-პირველადი და 10, 0 % – მეორეული), საერთო ჯამში კიდევ უფრო მცირდება ქვეყნის რეპროდუქციული პოტენციალი, რაც მოსახლეობის მარტივი აღწარმოების რეჟიმის შენარჩუნებისთვის არასაკმარისია.

1991 წლიდან დღემდე ქვეყანაში 6.5 წლით გაიზარდა მოსახლეობის მედიანური ასაკი და მოსახლეობის დაბერების მაჩვენებელმა 15,2 %-ს მიაღწია. ასეთმა შედეგმა განაპირობა ისედაც რეგრესული ტიპის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის კიდევ უფრო მეტად გაუარესება და მასთან ერთად საქორწინო ასაკის მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურაც, რამაც ქორწინებითი ქცევის ტრანსფორმაციასთან (ქორწინებათა გადავადება) ერთად შეამცირა ქორწინებათა რაოდენობა ახალგაზრდულ ასაკში.

დემოგრაფიულმა დაბერებამ არსებითად გაზარდა მოკვდაობა. მართალია, იგი ჩამორჩება ევროპის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს, მაგრამ სტრუქტურული თვალსაზრით (ჩვილთა და ახალგაზრდულ ასაკებში მოკვდაობა) აშკარად არასახარბიელო მდგომარეობაა.

დემოგრაფიული კრიზისი გაამწვავა მეორე დემოგრაფიულმა გადასვლამ, რომელმაც ქორწინებით ქცევასთან ერთად მნიშვნელოვნად შეცვალა რეპროდუქციული ქცევა, რაც აისახა ოჯახში ბავშვის ყოლის მოთხოვნილების შემცირებით. 2000 წლიდან დომინანტური გახდა მცირეშვილიანობა, რასაც ხელი შეუწყო პირველ ქორწინებათა და ბავშვის შობისას დედის საშუალო ასაკის ზრდამ. 1990 წლიდან პანდემიის დაწყებამდე საშუალოდ წელზე გაანგარიშებით, დაბადებულთა რაოდენობის თითქმის მთლიან ნიველირებას ახდენდა ქვეყნიდან ემიგრაციის მაჩვენებელი (შესაბამისად, 51.7 ათასი და 51.0 ათასი), ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა (49.0 ათასი) პირდაპირ აისახებოდა ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ კლებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ წინა პანდემიებისგან განსხვავებით СOVID-19-ის პანდემია მოკლე პერიოდით, მხოლოდ ორ წელს (2020-2021 წწ) გრძელდებოდა, დემოგრაფიული თვალსაზრით მნიშვნელოვანი დასკვნის საშუალება მოგვცა: პანდემიის პერიოდში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები ადასტურებენ დინამიკაში „პანდემიის ძალისგან“ გამოწვეულ დემოგრაფიული ქცევის არასტსტაბილურობას, რაც დემოგრაფიული პროცესების მაჩვენებელთა ნახტომისებურ ცვლილებაში აისახა. მაგალითად, პანდემიის პირობებში, პირველად 1959 წლის შემდეგ, 2020 წელს დაფიქსირდა მიგრაციის დადებითი სალდო (15732 კაცი), რის შედეგადაც, წინა წლებთან შედარებით, 3303 კაცით გაიზარდა საქართველოს მოსახლეობა. რომ არა დეპოპულაცია (-4017 კაცი), საქართველოს მოსახლეობა 2020 წლისთვის წინა წელთან შედარებით 19749 კაცით გაიზრდებოდა და ნაცვლად არსებულისა, 3 739 910 კაცი იქნებოდა. ამასთან 2020 წელი მაინც ატიპურად უნდა ჩაითვალოს, რადგანაც პანდემიის გამო  მოხდა არა მარტო მიგრაციის შემცირება, არამედ შრომითი მიგრანტების სამშობლოში იძულებითი დროებითი მასობრივი დაბრუნება.

მეტ-ნაკლებად განსხვავებული ვითარება აღინიშნა 2021 წელს. შობადობის კლებისა და მოკვდაობის მკვეთრი ზრდის შედეგად მოსახლეობის ბუნებრივი კლება 13960 კაცამდე გაიზრდა და დეპოპულაციის მაჩვენებელმა -3,8 პრომილე შეადგინა. ამასთან, თუ წინა წელს მიგრაცია დადებითი (4,2 %) იყო, 2021 წელს ქვეყნიდან გასულთა მაღალი ინტენსივობის (26 ათასი კაცი) შედეგად მიგრაციის უარყოფით მაჩვენებელი -7,0 % დაფიქსირდა. დღეისათვის საქართველოში შენარჩუნებული მოსახლეობის მარტივი აღწარმოების ქვედა ზღვარი (2.0), მოსალოდნელი დეპოპულაციის გაძლიერებაზე მიგვანიშნებს.

 ამდენად, პანდემიამდე არსებული დემოგრაფიული კრიზისი პამდემიის პერიოდში დემოგრაფიულ კოლაფსში გადაიზარდა, რაც დღის წესრიგში აყენებს ერის ფიზიკური უწყვეტობის პრობლემების გადაჭრას.

დღეისათვის შეუსწავლელია თუ რა სოციალურ-დემოგრაფიული საფრთხეებია მოსალოდნელი პოსტპანდემიურ პერიოდში, რომლის შესაბამისად აუცილებელია შესაძლო სცენარებისა და ტრენდების გააზრება. აღნიშნულ პრობლემაზე კომპლექსური ფუნდამეტური კვლევა უსახსრობის გამო დემოგრაფებს ჯერ არ ჩაუტარებიათ. თუ იგი, ერთი მხრივ, ინოვაციურია და მეცნიერულ სიახლეთა საფუძველია, მეორე მხრივ, შეუძლებელია სათანადო დაფინანსების გარეშე.

 პოსტპანდემიურ პერიოდში მოსალოდნელია დეპოპულაციის მასშტაბის გაფართოება და მოსახლეობის აღწარმოების დეპოპულაციური ტიპის განვითარება. აღნიშნული ტიპის ფორმირება გარკვეულწილად თვისებრივად განსხვავებული იქნება ევროპის ქვეყნებისგან, სადაც დეპოპულაციის პროცესი კარგა ხანია დაწყებულია. გასათვალისწინებელია, რომ ქართულ ოჯახში მიმდინარეობს თანამედროვე ევროპული ქცევის სოციალურ-დემოგრაფიული  მოდერნიზაციაც, რაც დეპოპულაციის პროცესს კიდევ უფრო გაამწვავებს.

რამდენადაც სოციალურ-დემოგრაფიულ ქცევაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს არის, ერთი მხრივ, გლობალიზაცია, მეორე მხრივ, ადგილობრივი ლოკალური თავისებურებანი, შესაბამისად, გლობალური ხასიათის თეორიულ-მეთოდოლოგიურ კვლევასთან ერთად, გათვალისწინებულია ეროვნული მნიშვნელობის სპეციფიკური საკითხების კვლევაც. პირველი ითვალისწინებს პოსტ-პანდემიურ პერიოდში მოსახლეობის აღწარმოების ორი ძირითადი პოსტულატის რეპროდუქციულ და თვითმოვლით ქცევასთან ერთად მიგრაციის, დეპოპულაციის, ოჯახის მოდერნიზაციისა და თაობათაშორისი ურთიერთობების თეორიულ-მეთოდოლოგიური საკითხების კვლევას, მეორე, სოციოლოგიურ გამოკვლევებთან ერთად, – 2024 წლის საქართველოს მოსახლეობის აღწერის მასალების საფუძველზე მოსახლეობის აღწარმოებისა და ოჯახის მოდერნიზაციის რეგიონული სპეციფიკური თავისებურებების გამოვლენას. 

დასკვნა

პანდემია, როგორც არადემოგრაფიული ფაქტორი,უშუალოდ დაკავშირებულია დემოგრაფიულ პროცესებთან და მეტ-ნაკლებად განაპირობებს მათი განვითარების საბოლოო შედეგებს. ამასთან, კვლევისას გასათვალისწინებელია პანდემიამდელ პერიოდში დემოგრაფიულ პროცესებზე მოქმედ ფაქტორთა სიმწვავე და განვითარების ტენდენციები, რომელთა შესწავლის გარეშეც შეუძლებელია ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად შევაფასოთ პანდემიის უარყოფითი ან დადებითი გავლენა დემოგრაფიულ პროცესებზე. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. აბესაძე რ. (2020). გლობალიზაცია და პანდემიის ეკონომიკური    პრობლემები. ჟ. ეკონომიკა და ბიზნესი. №2. გვ. 31-36.
  2. გომელაური ნ. (2020). პანდემიის სოციოლოგია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის შრომათა კრებული „დემოგრაფიისა და სოციოლოგიის პრობლემები“. გვ.160-175. გვ.37-43.
  3. Alwis A.de.“Coronomics – PlanYour Eggs and the Basket!” Daily FT, 2020, February 25, www.ft.lk/columns/Coronomics-%E2%80%93-Plan-your-eggs-and-the-basket-/4-695109
  4. Black D. Sociology of Pandemic. http://socialgeometer.com/index.php/2020/03/16/sociology-of-pandemic/.
  5. Capriano R.M. Sociologist explains how coronavirus might change the world around us. https://phys.org/news/2020-04-sociologist-coronavirus-world.html.
  6. Grmek M.D. Les maladies a I’ aube de la civilisation occidentale. Paris, 1994.
  7. Fitzpatrick К. Survey shows regions of elevated food insecurity due to COVID-19 pandemic. https://news.uark.edu/articles/52820/survey-shows-regions-of-elevated-food-insecurity-due-to-covid-19-pandemic.
  8. Omran A. R. The epidemiologic transition: a theory of the epidemiology of population change. Milbank, Memorial Found Quarterly. 1971.
  9.  PapavaV. (2020). Coronomic Crisis: When The Economy Is A Hostage To Medicine. Eurasia Review. Journal of Analysis and News, March 29, https://www.eurasiareview.com/29032020